Belive

სან ანტონიო ზედიზედ მერვედ დამარცხდა - მამუკელაშვილმა ითამაშა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიიო სპურსმა" "მემფის გრიზლსი' მიიღო და ანგარიშით 108:120 დამარცხდა. პარკეტზე 11 წუთი გაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ამ დროში 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სანდრომ მოწინააღმდეგეს ერთხელ დააფარა, ერთხელ თავად დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

"მემფისს" ჯარენ ჯექსონმა და დესმონდ ბეინმა ულიდერეს, შესაბამისად 27 და 26 ქულით, ორივეს 5 მოხსნა ჰქონდა, თუმცა ბეინმა თავის მონაგარს 4 შედეგიანი გადაცემაც მიათვალა. თამაშში გარდატეხის შესატანად საკმარისი არ აღმოჩნდა ვიქტორ ვემბანიამას ორმაგი დუბლი (19 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი). "სან ანტონიოს" მოთამაშეებიდან ვიქტორზე მეტი ქულა მხოლოდ კელდონ ჯონსონმა დააგროვა (22 ქულა), თუმცა სხვა ასპექტებში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ზედიზედ მე-8 წაგებით, "სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციის ბოლო, მე-15 ადგილზე დაქვეითთა. კარგ მდგომარეობაში არც "მემფისია", "გრიზლსმა" უაკანასკნელ 3 შეხვედრაში მოგებული 2 მატჩით სიტუაცია ოდნავ გამოასწორა და მე-13 ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები