Belive

U 16 | სალომე სვანის საოცარი მატჩი - საქართველომ გიბრალტარს 88 ქულით მოუგო

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე (C დივიზიონი) საქართველოს გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 88-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:32 დაამარცხა.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა სალომე სვანმა, რომელმაც 29 წუთში 62 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. სალომემ მატჩში 27-დან 18 ორქულიანი, 14-დან 6 სამქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჩაატარა (პირველში მალტასთან დამარცხდა), მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი ხვალ, სომხეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები