ევროლიგის მეორე ტურში ,,ცსკამ'' ,,ეფესი'' სტუმრად 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 100:96 დაამარცხა.
მოსკოვურ გუნდს ულიდერა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 32 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. თოკომ 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ევროლიგის მოქმედი ჩემპიონების შემადგენლობაში ვასილიე მიციჩი გამოირჩა - სერბმა 32 ქულას, 2 მოხსნასა და 2 ასისტს მოუყარა თავი.
მომავალ შეხვედრას ,,ცსკა'' 12 ოქტომბერს ,,ზენიტთან'' შინ გამართავს, ,,ეფესი'' კი ამავე დღეს ,,ლიონს'' ესტუმრება.