ცნობილია, რომელ ჯგუფში ითამაშებს საქართველოს ნაკრები თუ ოლიმპიადაზე გავა
დღეს, შვეიცარიაში, ფიბას პატრიკ ბაუმანის სახელობის კალათბურთის სახლში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ოლიმპიადაზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების მეტოქეები საფრანგეთი, გერმანია და იაპონია იქნებიან.
12 ნაკრები, რომელთაგან 8 უკვე ცნობილია (საფრანგეთი, გერმანია, სერბეთი, აშშ, კანადა, სამხრეთ სუდანი, იაპონია, ავსტრალია), 3 ოთხგუნდიან ჯგუფში ასე გადანაწილდა:
A ჯგუფი: ავსტრალია, საბერძნეთის ჯგუფის გამარჯვებული, კანადა, ესპანეთის ჯგუფის გამარჯვებული
B ჯგუფი: საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ლატვიის ჯგუფის გამარჯვებული
C ჯგუფი: სერბეთი, სამხრეთ სუდანი, პუერტო რიკოს ჯგუფის გამარჯვებული, აშშ
დარჩენილი ოთხი მონაწილის ვინაობა საკვალიფიკაციო ტურნირზე გაირკვევა, რომელიც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება და თითოეულის გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს გაიფორმებს. პირველი წრის შემდეგ, თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები A ჯგუფში ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად იასპარეზებს, მატჩები კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.
ჩვენი ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, სადაც B ჯგუფის (ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი) პირველ და მეორეადგილოსნებს შეხვდება.
კალათბურთში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკის ნაკრებია, რომელმაც ფინალში საფრანგეთს 87:82 მოუგო.
The stage is set 🔥
— FIBA Basketball (@FIBA) March 19, 2024
Here's how the Men’s Olympic Basketball groups look for #Paris2024 👀 pic.twitter.com/MFX5ylqtEe