საქართველოს ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპისთვის
4 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა საბოლოო ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპისთვის შემადგენლობა დაასახელა. ნაკრების ძირითად გუნდში 12 კალათბურთელი შედის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ხვალ, 2 ივნისს ლატვიის (20:00 სთ) და 4 ივნისს ფილიპინების ნაკრები გუნდების წინააღმდეგ.
სრულად შემადგენლობა ასე გამოიყურება:
4 - რატი ანდრონიკაშვილი, 5- სანდრო მამუკელაშვილი, 6 - კახა ჯინჭარაძე, 10 - დუდა სანაძე, 12 - გიორგი კორსანტია, 15 - ალექსანდრე ფევაძე, 23 - თორნიკე შენგელია, 27 - ლუკა მაზიაშვილი, 32 - ჯო ტომასონი, 35 - გოგა ბითაძე, 77 - გიორგი ოჩხიკიძე, 99 - ილია ლონდარიძე.