Belive

ტორონტომ ვაშინგტონი ბოლო წამზე დაამარცხა | მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპის მორიგ მატჩში, ტორონტო რეპტორსმა ვაშინგტონ ვიზარდსი 113:112 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა 19:40 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა (7-დან 4 ორქულიანი), 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 19 ქულა სი ჯეი მაკკოლუმმა ჩააგდო, 18 ქულა ჰქონდა იმანუელ ქუიკლის.

ტორონტო რეპტორსმა პრე-სეზონის ფარგლებში 4-დან 3 შეხვედრა მოიგო, მათი მომდევნო მეტოქე სეზონის წინა მოსამზადებელ ეტაპზე ბოსტონ სელტიკსი იქნება. მატჩი 16 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები