Belive

ტორონტომ პორტლენდი დაამარცხა | სანდრო მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 110:98 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 34:51 წუთი ითამაშა, მან ამ დროში 22 ქულა (9-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

სანდროს ბოლო 4 მატჩში შესანიშნავი მაჩვენებელი უფიქსირდება:

  • 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება - ლოს ანჯელეს ლეიკერსთან

  • 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება - გოლდენ სტეიტ უორიორსთან

  • 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა - საკრამენტო კინგსთან

  • 22 ქულა, 6 მოხსნა 4 ასისტი, 1 ჩაჭრა - პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან

View this post on Instagram

A post shared by Toronto Raptors (@raptors)

მატჩში 21-21 ქულა თანაბრად ჩააგდეს ჯრუ ჰოლიდეიმ და შეიდონ შარპმა, ტორონტოს რიგებიდან 20 ქულით ბრენდონ ინგრამი და იმანუელ ქუიკლი გამოირჩნენ.

ტორონტო რეპტორსი 28 მოგებით და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 26 იანვარს, ოკლაჰომა სითი თანდერის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები