ტორონტო დენვერთან დამარცხდა | სანდრომ 14 წუთი ითამაშა
3 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსი დენვერ ნაგეთსთან 115:121 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 13:49 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 31 ქულა ჯამალ მარიმ ჩააგდო, თანაბრად 23-23 ქულა კი ტიმ ჰარდევეისა და ჯეიკობ პოელტს ჰქონდათ, ამ უკანასკნელმა 11 მოხსნაც დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.
ტორონტო რეპტორსი 39 მოგებით და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 23 მარტს, ფინიქს სანსის წინააღმდეგ გამართავს.