სანდრო მამუკელაშვილს ატლანტასთან კარგი მატჩი ჰქონდა - ტორონტოს მორიგი გამარჯვება
3 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა ატლანტა ჰოუკსი 118:100 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა მატჩში 22:32 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა ბრენდონ ინგრამმა ჩააგდო, ორმაგი დუბლი 18 ქულით და 10 ასისტით სკოტ ბარნსმა დააფიქსირა, 17 ქულა კი სამი მოთამაშის ანგარიშზე იყო - ერჯეი ბარეტი, კოლინ მარი-ბოილისი და ონიეკა ოკუნგვუ.
ტორონტო რეპტორსი 22 მოგებით და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 8 იანვარს, შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ გამართავს.