ტორონტომ და ორლანდომ მოიგეს | როგორი მატჩები ჰქონდათ ქართველებს?
NBA-ის რეგულარულ სეზონში ქართველების გუნდებმა მეცხრე მატჩები ჩაატარეს. ტორონტო რაპტორსი სტუმრად ატლანტა ჰოუკსს ეთამაშა და მეტოქე 97:109 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სეზონის გამხსნელი მატჩის შემდეგ, ტორონტომ ზედიზედ 4 მატჩი წააგო, ახლა კი 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
სანდრო მამუკელაშვილი ძირითად ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა 21 წუთი მიიღო და დრო ნაყოფიერად გამოიყენა. სანდრომ ტორონტოს 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა. მამუკელაშვილი საშუალო დისტანციიდან ბრწყინვალედ გამოიყურებოდა (5-დან 4 ჩაგდებული ბურთი), ხოლო პერიმეტრიდან 4 მცდელობიდან ერთხელ აღმოჩნდა ზუსტი. მამუმ 2 საჯარიმო ისროლა და ერთი გააფუჭა.
ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზეა და მომდევნო მატჩს ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ ჩაატარებს.
თავისი შეხვედრა მოიგო გოგა ბითაძის გუნდმაც. ორლანდომ საკუთარ კედლებში ბოსტონი (123:110) დაამარცხა.
გოგამ 15 წუთი მიიღო და კალათს მხოლოდ ერთხელ შეუტია, თუმცა არაზუსტად. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა. ბითაძემ ერთხელ ჩაჭრა ბურთი, მეტოქეს კი ორჯერ დააფარა,
ორლანდო მეჯიქი ცხრილში ტორონტოს მეზობელია (მე-9 ადგილი) და მომავალ შეხვედრას ისევ ბოსტონის წინააღმდეგგ ჩაატარებს. ამ მომენტისთვის, მეჯიქს უარყოფითი ბალანსი აქვს (4 მოგება და 5 მარცხი).