Belive

ტორონტო სან ანტონიოსთან დამარცხდა | მამუკელაშვილმა 14 წუთი ითამაშა

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

სან ანტონიო სპურსმა დღეს ზედიზედ მე-10 შეხვედრაში იმარჯვა - მიტჩ ჯონსონის გუნდმა ტორონტო რაპტორსი სტუმრად 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 110:107 დაამარცხა.

მატჩში 14 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 2 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. სანდრომ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

ტორონტოს 20 ქულით, 11 მოხსნითა და 4 ასისტით ბრენდონ ინგრემმა ულიდერა, სან ანტონიოს რიგებში კი 21 ქულით, 5 მოხსნით, 2 პასითა და 2 ჩაჭრით დევინ ვასელი გამოირჩა.

რაპტორსი, რომელიც 34 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, პირველ მარტს, ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები