ტორონტო ლეიკერსთან დამარცხდა | სანდროს კარგი თამაში ჰქონდა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსი ლოს ანჯელეს ლეიკერსთან 93:110 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა მატჩში 24:24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 20 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი, 5-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი თანაბრად 25-25 ქულა დეანდრე ეიტონმა და ლუკა დონჩიჩმა ჩააგდეს, ეიტონს 13 მოხსნაც ჰქონდა და ორმაგი დუბლი მიითვალა. 24 ქულა ჩააგდო ლებრონ ჯეიმსმა, ხოლო 22 სკოტი ბარნსმა. ამათ შემდეგ ყველაზე მეტი ქულა ქართველ კალათბურთელს უფიქსირდება.
ტორონტო რეპტორსი 25 მოგებით და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 21 იანვარს, გოლდენ სთეით უორიორსის წინააღმდეგ გამართავს.