თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ტორტონა დაამარცხა
იტალიის საკალათბურთო ლიგის სერია A-ს 29-ე ტურის მატჩში "ვირტუს ბოლონიამ" "ტორტონა" 84:77 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ შეხვედრაში 26 წუთი ითამაშა და ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა, მან ამ დროში 15 ქულა (6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
"ტორტონას" რიგებიდან ყველაზე შედეგიანი 13 ქულით კაილ ვიმსი იყო.
"ვირტუს ბოლონია" იტალიის ჩემპიონატის ცხრილში 42 ქულით პირველ ადგილზეა (21 მოგება, 8 მარცხი), ბოლონიელები შემდეგ ტურში "ტრენტოს" წინააღმდეგ ბოლო შეხვედრას ჩაატარებენ, მატჩი 5 მაისს გაიმართება. ამის შემდეგ კი დაიწყება პლეი ოფის შეხვედრები.
WIN WIN WIN ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 28, 2024
La Segafredo lotta con carattere, vince e mantiene il primato in classifica 🔥
🔢 Shengelia 15, Cordinier 11, Hackett 11, Zizic 11, Polonara 9, Abass 8, Belinelli 6, Pajola 5, Dunston 4, Lomazs 3, Mascolo 1#AmarsiAncora pic.twitter.com/k5rC0aouM4