თორნიკე შენგელიას ვირტუსმა პისტოია დიდი ანგარიშით დაამარცხა
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრაში, "ვირტუს ბოლონიამ" საკუთარ არენაზე "პისტოია" 84:68 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ მატჩში 25 წუთი ითამაშა, ამ დროში კი მან 8 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ყველაზე მეტი 16-16 ქულა "ვირტუსის" კალათბურთელმა აიზია კორდინიემ და "პისტოიას" მაიკლ ფორესტმა ჩააგდეს.
"ვირტუს ბოლონიამ" გამარჯვების მოპოვება საწყის ორივე შეხვედრაში მოახერხა. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგის ეგიდით ჩაატარებს, ბოლონიელები ფრანგულ "ლიონ-ვილერბანს" 10 ოქტომბერს, 22:00 საათზე დაუპირისპირდებიან.