თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია სერია-A-ში რეჯანასთან დამარცხდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" სერია-A-ს მე-15 ტურის მატჩში "რეჯანასთან" 72:66 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მატჩში 16 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 2 მოხსნა, 2 ასისტი მიითვალა.
ყველაზე მეტი 24 ქულა "რეჯანას" შემადგენლობიდან კევინ ჰერვის ჰქონდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა 12 მოხსნით.
"ვირტუსისთვის" სერია-A-ში ეს მე-5 მარცხია, 10 მოგებასთან ერთად. ბოლო 5 მატჩიდან კი მე-3 წაგება. თორნიკე შენგელიას გუნდი ამ მაჩვენებლით იტალიის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) January 7, 2024
La Segafredo rimonta, mette la testa avanti poi nel finale Reggio ne ha di più
🔢 Lundberg 20, Abass 12, Pajola 9, Cordinier 7, Shengelia 7, Hackett 6, Zizic 3, Lomasz 1, Dunston 1#AmarsiAncora pic.twitter.com/r3f7j04u20