თორნიკე შენგელიას სუპერმატჩი | ვირტუსი ოლიმპია მილანოსთან დამარცხდა
ევროლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" "ოლიმპია მილანოს" დაუპირისპირდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში აგებდა და მატჩის ბოლომდეც ვერ მოახერხა შეხვედრის შემოტრიალება, საბოლოოდ "ვირტუსმა" 90:75 წააგო.
თორნიკე შენგელიას ყველაზე შედეგიანი მატჩი ჰქონდა, მან მოედანზე 23:42 წუთი გაატარა, ამ დროში თოკომ 21 ქულა (10-დან 6 ორქულიანი, 10-დან 9 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 ასისტი მიითვალა.
მეორე ყველაზე კარგი მაჩვენებლით ნიკოლა მიროტიჩი იყო, მან 18 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 5, 2024
La Virtus si spegne nel secondo tempo
🔢 Shengelia 21, Belinelli 13, Polonara 8, Pajola 7, Dobric 6, Zizic 5, Mickey 5, Abass 3, Lomazs 2, Dunston 2, Lundberg 2, Hackett 1#AmarsiAncora pic.twitter.com/3f0z6kdQ5r
"ვირტუს ბოლონიას" ევროლიგაში 17 მოგება და 16 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით იტალიური გუნდი მე-9 ადგილზეა. თორნიკე შენგელიას გუნდი შემდეგ შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში "ვენეციას" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება.