თორნიკე შენგელიას მორიგი შედეგიანი მატჩი | ვირტუსმა ალბა ბერლინი დაამარცხა
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" ევროლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში "ალბა ბერლინს" დაუპირისპირდა და იტალიურმა გუნდმა მეტოქე 68:83 დაამარცხა.
კარგი მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელს, თორნიკემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო 23:29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. თორნიკეს მსგავსად ქართველის თანაგუნდელმა ბრაიან დანსტონმა 12 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
ყველაზე მეტი ქულა მატჩში ბერლინელთა შემადგენლობიდან მატეო სპანიოლოს და იოჰანეს ტიმანს ჰქონდათ 13-13 ქულა, 12 ქულა სტერლინგ ბრაუნმა დააგროვა.
WIN WIN WIN ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) January 5, 2024
La Virtus nel primo tempo scava il solco, nel secondo tempo gestisce 💪🏼🔥
🔢 Shengelia 12, Dunston 12, Lundberg 11, Hackett 10, Belinelli 9, Abass 9, Zizic 7, Pajola 6, Cordinier 3, Lomasz 2, Polonara 2#AmarsiAncora pic.twitter.com/UgAbjRsEjM