თორნიკე შენგელიას კარგი მატჩი | ვირტუსმა პისტოია დაამარცხა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის სერია ა-ში მე-13 ტური გაიმართა, სადაც თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" "პისტოიას" დაუპირისპირდა. ქართველის გუნდმა მეტოქე მარტივად 70:91 დაამარცხა.
კარგი მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას, მან 24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა ისევ მარკო ბელინელის ჰქონდა, იტალიელმა კალათბურთელმა 19 ქულა დააგროვა.
WIN WIN WIN ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) December 23, 2023
La Segafredo vince a Pistoia mettendo la partita in ghiaccio nel primo tempo ❗️
🔢 Belinelli 19, Dunston 18, Hackett 17, Shengelia 16, Dobric 8, Lundberg 7, Cordinier 4, Mascolo 2#AmarsiAncora pic.twitter.com/mjEO2dvqKJ
იტალიის ჩემპიონატში ბოლონიური გუნდი მე-3 ადგილზეა 18 ქულით (9 მოგება, 4 წაგება).
შემდეგ შეხვედრას "ვირტუსი" ევროლიგაში პარტიზანს დაუპირისპირდება, მატჩი 28 დეკემბერს გაიმართება.