თორნიკე შენგელიას ბოლონიას მთავარი მწვრთნელი ლუკა ბანკი გახდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
,,ვირტუს ბოლონიას'' მთავარ მწვრთნელად ლუკა ბანკი დაინიშნა, რომელმაც სერჯიო სკარიოლო ჩაანაცვლა.
იტალიელმა სპეციალისტმა გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბანკი ამავდროულად ლატვიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც იქნება, რომელთან ერთადაც მსოფლიო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა, თვითონ კი ტურნირის საუკეთესო სპეციალისტად დასახელდა.
,,ვირტუსი'' 2023-2024 წლების სეზონს 23 სექტემბერს, ,,მილანთან'' იტალიის სუპერთასის შეხვედრით გახსნის. დღეს კი შენგელიას გუნდი ამხანაგურ მატჩს ,,ბაიერნთან'' გამართავს.