Belive

თორნიკე შენგელიას 8 ქულა და დრამატული მარცხი ბასკონიასთან

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ევროლიგის ბოლო ტურში "ვირტუს ბოლონიამ" ესპანურ "ბასკონიას" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 91:95 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 22 წუთი გაატარა და ამ დროში 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ 8-დან 4-ჯერ ზუსტად ისროლა საშუალო დისტანციიდან, 3-ქულიანის ერთი მცდელობა კი უშედეგო იყო.

მატჩის ყველაზე მაღალქუნიანი მოთამაშე ამერიკელი მარკუს ჰოვარდი გახდა, რომელმაც 32 წუთში იტალიელებს 34 ქულა ჩაუგდო. დაფიქსირებული შედეგით ბასკონიამ ევროლიგის ცხრილის მე-8 პოზიცია დაიკავა, ვირტუსი კი მე-10 ადგილამდე დაქვეითდა.

"მაკაბისა" და ბასკონიას შორის გამარჯვებული ევროლიგის პლეი ოფის მე-7 გარანტირებული გუნდი იქნება, დამარცხებული კი ვირტუსსა და "ეფესს" შორის გამარჯვებულს შეხვდება და მე-8 გუნდის ვინაობაც ამ მატჩში გაირკვევა.

სხვა სტატიები