Belive

თორნიკე შენგელიას 11 ქულა და 9 მოხსნა | ვირტუსმა მილანი დაამარცხა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 22-ე ტურში "ვირტუს ბოლონიამ" "მილანს" უმასპინძლა და მეტოქე 84:75 დაამარცხა. პარკეტზე 27 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორიკე შენგელიამ, რომელმაც ამ დროში 11 ქულას, 9 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. თორნიკემ 6-დან 3 სამიანი ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან კი 6-დან მხოლოდ ერთხელ მოახერხა ჩაგდება, ქართველი საჯარიმოს ხაზზე არ დამდგარა.

ვირტუსი დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა და ეს სხვაობა თამაშის ბოლომდე ეჭირა. ვირტუსის ყველაზე მაღალშედეგიანი მოთამაშე მარკო ბელინელი იყო 17 ქულით.

16 მოგებითა და 6 მარცხით ვირტუსი ჩემპიონატის მეორე ადგილს იკავებს. ბოლონიელებს მომდევნო შეხვედრა 15 მარტს, ევროლიგის ეგიდით, "რეალ მადრიდთან" მოუწევთ.

სხვა სტატიები