თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო | ვირტუსმა ვალენსიას მოუგო
8 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის 27-ე ტურში "ვირტუს ბოლონიამ" "ვალენსიას" უმასპინძლა და მეტოქე 87:74 დაამარცხა. სამწუხაროდ, პირველი მეოთხედის მე-6 წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მარჯვენა ფეხის ტერფზე დაზიანება მიიღო და პარკეტი ნაადრევად დატოვა, ის პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა. 6 წუთში თორნიკემ 2 მოხსნისა და 1 პასის გაკეთება მოასწრო.
17 მოგებითა და 10 მარცხით ვირტუსი ევროლიგის ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფება, ბოლონიელებს შემდეგი შეხვედრა იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, "სასარის" წინააღმდეგ ელოდებათ. დაპირისპირება 3 მარტს გაიმართება და უცნობია შეძლებს თუ არა შენგელია გამოჯანმრთელებას, ტრავმის სიმძიმის შესახებ ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ გავრცელებულა.