Belive

თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, ბარსელონა მურსიასთან დამარცხდა (78:81), თუმცა კატალონიელებს წაგებაზე მეტად ის აშფოთებთ, რომ თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო და შეხვედრის ბოლომდე ჩამთავრება ვერ შეძლო.

34 წლის ქართველმა მარცხენა კოჭი დაიზიანა და პარკეტი სამედიცინო შტაბის წევრების დახმარებით დატოვა - მატჩის დასრულებამდე სულ რაღაც 6.3 წამი იყო დარჩენილი.

ბარსელონას ოფიციალური გვერდი ამბობს, რომ ტრავმის სიმძიმეს შემდგომი პერიოდი გამოაჩენს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ შენგელიამ ევროლიგის ეგიდით, რეალ მადრიდთან თამაში მოახერხოს (7 ნოემბერს). ზუსტი პასუხი გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი. თორნიკემ მურსიასთან, ყველაზე მეტი, 21 ქულა ჩააგდო.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს, 27 და 30 ნოემბერს, უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ელის. ჩვენი გუნდი ჯერ უკრაინას, შემდეგ კი ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. იმედია, თორნიკე შენგელია იქამდე გამოჯანმრთელებას შეძლებს.

სხვა სტატიები