ბარსელონა ვირტუსთან დამარცხდა | შენგელია საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
5 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის 29-ე ტურში ბარსელონა ვირტუს ბოლონიასთან სტუმრად 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 85:80 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ, რომელიც ბარსელონას სასტარტო ხუთეულში იყო, 29 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
თოკომ ყოფილ გუნდთან შეხვედრაში 7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა, რითაც ბარსას რიგებში მხოლოდ პანტერსა და ლაპროვიტოლას ჩამორჩა.
ბარსელონა, რომელიც 17 მოგებითა და 12 წაგებით ევროლიგის მე-8 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს 5 მარტს, მილანის წინააღმდეგ გამართავს.