თორნიკე შენგელიამ დუბაისთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელია კარიერას საკალათბურთო კლუბ დუბაიში გააგრძელებს. ქართველმა კალათბურთელმა ახალ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა:
,,შენგელია დუბაიში ბარსელონაში ჩატარებული გამორჩეული სეზონის შემდეგ გადმოვიდა, სადაც ევროლიგის 34 მატჩში საშუალოდ 12.4 ქულასა და 4.6 მოხსნას აგროვებდა. მან ესპანეთის ჩემპიონატის 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (საშუალოდ 11.2 ქულა) და ბარსელონას ფინალში გასვლაში დაეხმარა.
2.06 მეტრი სიმაღლის შენგელია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად ითვლება. ის ცნობილია უნივერსალურობითა და ლიდერული თვისებებით როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. თორნიკე სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს და ოსტატურად ითავსებს როგორც ქულების დაგროვებას, ისე ეფექტურ მოხსნებსა და ასისტენტობას.'' - წერია დუბაის ვებგვერდზე
დუბაი, რომელიც 2023 წელს დაარსდა, გასული სეზონიდან ევროლიგაში ასპარეზობს. გუნდმა წინა სეზონში ABA ლიგის (ადრიატიკის საკალათბურთო ლიგა) მოგება შეძლო.
,,შენგელიამ არჩევანი საამიროების კლუბის პროექტზე შეაჩერა და კონტრაქტით გათვალისწინებული 900 000 ევროს ოდენობის გამოსასყიდი თანხა გადაიხადა. ამრიგად, ქართველი კვლავ ხავიერ პასკუალის ხელმძღვანელობით ითამაშებს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა,'' - წერს Mundo Deportivo.
One of Europe’s finest is now in Dubai.
— Dubai Basketball (@dubaibasket) August 6, 2026
Tornike Shengelia brings elite talent, versatility, and winning experience to Dubai Basketball.
Read more: https://t.co/1tO0UiXEWo pic.twitter.com/h78It7gwLX