Belive

თორნიკე შენგელიამ ბაიერნს 21 ქულა ჩაუგდო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ევროლიგის მე-6 ტურში "ვირტუს ბოლონიამ" საკუთარ არენაზე "ბაიერნი" მიიღო და 3-ქულიანი სხვაობით, 84:87 დამარცხდა. მიუხედავად წაგებისა, გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა ჩვენი ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას, რომელმაც გერმანელებს 21 ქულა ჩაუგდო.

შენგელიამ პარკეტზე 32 წუთი გაატარა და გუნდს 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაც მოუტანა. თორნიკემ 11-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. საჯარიმოს ხაზიდან ის 100%-იანი სიზუსტით ისროდა - 4/4. კაპიტანმა 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო და ამდენჯერვე დაკარგა ბურთი.

საკუთარი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი სწორედ შენგელია იყო, 18 ქულა კი კორდინიერმა ჩააგდო. შეხვედრაში ყველაზე მეტი - 26 ქულა, ბაიერნის უკანახაზელმა, კარსენ ედვარდსმა დააგროვა.

ვირტუსისთვის ეს მეხუთე მარცხი იყო ევროლიგაში. იტალიელები, 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 პოზიციას იკავებენ და შემდეგ შეხვედრას "მილანის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სხვა სტატიები