Belive

თორნიკე შენგელია: ,,თუ პლეი-ოფში გასვლა გვინდა, ეს თამაში მოსაგებია''

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ვირტუს ბოლონიას'' ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ, ,,ბასკონიასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ვიცით, ეს მატჩი ჩვენთვის რას ნიშნავს! თუ პლეი-ოფში გასვლა გვინდა, ეს თამში მოსაგებია, იგივე ეხება ბასკონიასაც...

რთული შეხვედრა გველის, მაგრამ, ვფიქრობ, მზად ვართ და ეს ეფესთანაც დავამტკიცეთ. თუმცა, ცხადია, ეს არაფერს ნიშნავს თუ ამას ბასკონიას წინააღმდეგაც არ გავიმეორებთ. ასე რომ, სახლში გამარჯვებით უნდა დავბრუნდეთ!''
- თორნიკე შენგელია

დღეს ,,ვირტუს ბოლონია'' ევროლიგის ფლეი-ინის გადამწყვეტ შეხვედრას ,,ბასკონიას'' წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. მატჩი 22:30 საათზე დაიწყება და გამარჯვებული პლეი-ოფში, რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება.

სხვა სტატიები