თორნიკე შენგელია სერია ა-ს სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
თორნიკე შენგელია სერია ა-ს ნოემბრის თვის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
ქართველ კალათბურთელს შესანიშნავი სეზონი აქვს, როგორც იტალიის ჩემპიონატში ასევე ევროპის მასშტაბით. ნოემბრის თვის მაჩვენებელი კი თორნიკე შენგელიასთვის ასეთი იყო:
5 ნოემბერს კრემონასთან - 14 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა
11 ნოემბერს ტრევიზოსთან - 20 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა
20 ნოემბერს ბრეშასთან - 26 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა
26 ნოემბერს ბრინდისთან - 14 ქულა და 9 მოხსნა.
თორნიკე შენგელიას "ვირტუს" ბოლონია ამ დროისთვის სერია ა-ში პირველ ადგილზეა, 14 ქულა აქვს (7 მოგება/2 წაგება)
ქართველ კალათბურთელს ასევე ძალიან კარგი სეზონი აქვს ევროლიგაში, იტალიურ გუნდს ევროპის მასშტაბით 7 მოგებით და 4 წაგებით მეოთხე ადგილზეა
შეგახსენებთ, თორნიკე ოქტომბერში როგორც - სერია A-ს, ისე ევროლიგის MVP გახდა.
ქართველი კალათბურთელის გარდა გუნდში მოხვდნენ ჯეიკობ პულენი (ბასკეტ ნაპოლი), კრის დაუ (ტორტონა), პეიტონ უილისი (პისტოია) ტომისლავ ზუბჩიჩი (ბასკეტ ნაპოლი).
Il 𝗗𝗥𝗘𝗔𝗠 𝗧𝗘𝗔𝗠 𝗨𝗠𝗔𝗡𝗔 del mese di novembre! 🤩
— Lega Basket Serie A (@LegaBasketA) December 1, 2023
Pullen - Dowe - Willis - Zubcic - Shengelia 🏀#TuttoUnAltroSport pic.twitter.com/U1ZwsGRiuj