თორნიკე შენგელია პლეი ოფის სერიის მეორე თამაშში დაბრუნდება
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პირველ ადგილზე გასული "ვირტუსი", პლეი ოფის პირველ ეტაპზე, მერვეზე გასულ "ტორტონას" უპირისპირდება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა უკვე შედგა და ვირტუსმა საკმაოდ დამაჯერებლად (92:80) დაამარცხა მეტოქე.
სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას მონაწილეობა არ მიუღია. როგორც ვირტუს ბოლონიას ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, შენგელიას უთამაშებლობის მიზეზი გაციება და მაღალი ტემპერატურა იყო, თუმცა სერიის მეორე თამაშისთვის მზად იქნება.
ვირტუსი ტორტონას დღეს, ისევ საკუთარ კედლებში მიიღებს. მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატში, თორნიკე შენგელიას საშუალო სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: 13.8 ქულა, 5.1 მოხსნა და 3.3 შედეგიანი გადაცემა.