Belive

თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ვირტუს ბოლონიას” ფორვარდი, თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის გარდა, ხუთეულში, ასევე, რაიონ ტაკერი (ვენეცია), პეიტონ უილისი (პისტოია), მარკო ბელინელი (ვირტუსი) და მირო ბილანი (ბრეშა) მოხვდნენ.

შენგელია რეგულარულ სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში საშუალოდ 13.8 ქულას, 5.1 მოხსნასა და 3.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

,,შენგელიას მოძრაობები არა მხოლოდ კალათბურთში, არამედ სკოლაში, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზეც უნდა ისწავლებოდეს. სწორედ ჰარმონიული მოძრაობებისა და დიდი ნიჭის დახმარებით ის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა და ოქტომბრის თვის MVP-ად დასახელდა.'' - წერს სერია A-ს ვებგვერდი.

თოკომ MVP-ის გამოკითხვაში ხმების 10.3% მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა.

,,ვირტუსი'' ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, სადაც ლუკა ბანკის გუნდმა სერიის პირველ ორ შეხვედრაში ,,ტორტონას'' დამარცხება შეძლო. ამ მატჩებში თორნიკეს ვირუსის გამო არ უთამაშია.

სხვა სტატიები