Belive

თორნიკე შენგელია: ,,ეგვიპტესთან მატჩში გამოჩნდება, თუ რას უნდა დავუთმოთ მეტი დრო''

9 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას, იტალიაში მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე, რამდენიმე თემის შესახებ ჰკითხეს: 

საკლუბო კარიერაზე - ვირტუს ბოლონიასთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს. და თუ გუნდი რამეს არ გადაწყვეტს, არაფერი არ შეიცვლება და შემდეგ წელსაც აქ ვითამაშებ.

საქართველოს ნაკრების მომზადების დონეზე - ეს ჩვენი შეკრების პირველი ეტაპია, სადაც ვსწავლობთ როგორ ვითამაშოთ ერთად, ვცდილობთ, დავამატოთ ახალი სისტემები, შევცვალოთ ტაქტიკურად რაიმე დაცვასა და შეტევაში გამომდინარე იქიდან თუ ვის ვეთამაშებით იაპონიაში. ასე რომ, ახლა სწავლების პროცესში ვართ, მაგრამ როცა იაპონიაში გამგზავრების დრო მოვა, ამ ჩემპიონატისთვის სრულიად მზად ვიქნებით.

ეგვიპტესთან მატჩზე - მწვრთნელის გადაწყვეტილებით ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მივიღებ, მაგრამ ამ თამაშში ბევრი რამ გამოვლინდება. გამოჩნდება თუ რას უნდა დავუთმოთ მეტი დრო, რათა ჩვენი სუსტი მხარეები გავაუმჯობესოთ.

ნაკრების ახალწვეულებზე - უკვე მესამე დღეა, რაც გუნდს შემოვუერთდი. გავიცანი ჩვენი ახალგაზრდები, მე პირადად მოხარული ვარ, რომ ისინი ჩვენ გვერდით არიან. გამოირჩევიან მებრძოლი ხასიათითა და კონკურენტუნარიანობით, რაც ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, როდესაც ნაკრებში პირველად მოდიან.

დღეს საქართველოს ნაკრები ტრევიზოში ეგვიპტეს დაუპირისპირდება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, შეხვედრა დახურული სახის იქნება

სხვა სტატიები