Belive

შენგელიას და ჯენინგის ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ. გუშინ, 23 ივნისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის A ჯგუფის მატჩში, თორნიკე შენგელიას ბასკონიამ „უნიკახა“ მინიმალური სხვაობით 87:86 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც მისი მონაგარი 9 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულ წევრს - მეტ ჯენინგს, მან პარკეტზე 12 წუთი დაჰყო, რა დროშიც 5 ქულას მოუყარა თავი. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება ბასკონიას მეტოქე ნახევარფინალურ მატჩში.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები