EUROBASKET: "გული გვწყდება შენგელიას გამო..."
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ახალ „თბილისი არენაზე“ ნიდერლანდებს უმასპინძლა და 77:66 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ ერთ-ერთი სწრაფი შეტევისას ტრავმა მიიღო. იგი ექიმებმა ჯერ გასახდელში გაიყვანეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ თორნიკეს უმძიმესი დაზიანება - მხრის მოტეხილობა აქვს. დაზიანება სერიოზულია, რის გამოც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ევრობასკეტს გამოტოვებს.
"ევრობასკეტის" ოფიციალური გვერდი თოკოს ტრავმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ვწუხვართ თორნიკე შენგელიას ტრავმის გამო. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, თოკო".