Belive

თორნიკე შენგელიას 14 ქულა და გამარჯვება მადრიდის რეალთან 

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, მოსკოვის "ცსკა-მ" მადრიდის "რეალი" 96:89, თანაც ესპანეთის დედაქალაქში დაამარცხა და სატურნირო თვალსაზრისით, აქტივში მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა. ტრადიციულად, რუსული კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო  და პარკეტზე 17:32 წუთი გაატარა თორნიკე შენგელიამ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ამ დროში 14 ქულა, 2 ჩაჭრა და თითო-თითო მოხსნა და შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ 29 წლის ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 7-დან 3 სამქულიანი კალათში ზუსტად მოათავსა. ამ შედეგით ქართველი კალათბურთელი სამ თანაგუნდელს ჩამორჩა, მთლიანად შეხვედრაში კი პროდუქტიულობის კუთხით მეშვიდე იყო. მატჩის საუკეთესო მექულე შენგელიას ამერიკელი თანაგუნდელი, უილ კლაიბერნი გახლდათ, რომლის აქტივშიც 23 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. ეს "არმიელებისთვის" ევროლიგის მიმდინარე სეზონში 29 ჩატარებული მატჩიდან 10 მარცხის წილ მე-19 გამარჯვება იყო, რა შედეგითაც ტურნირის მეორე ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მეოთხე ადგილს იკავებს. შენგელიას გუნდი მორიგ მატჩს მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირზე 25 მარტს, სერბული "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები