ტენერიფემ ფუენლაბრადას მოუგო - შერმადინი მატჩის MVP გახდა
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის მე-18 ტურში ,,ტენერიფემ” ,,ფუენლაბრადას” სტუმრად 28-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 95:67 მოუგო.
,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 25 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა.
შერმადინმა 9-დან 8 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.
,,ტენერიფე” 18 ტურის შემდეგ, 14 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა.
შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 5 თებერვალს, ,,რეალის'' წინააღმდეგ გამართავს.
💪 @gioshermadini se lleva la distinción de @MutuaTfe_es al 'Jugador más seguro' de los nuestros pic.twitter.com/FlquBhnqxL
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) January 28, 2023