Belive

ტენერიფემ ობრადოიროს მოუგო - შერმადინი მატჩში საუკეთესო იყო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის მე-4 ტურში ,,ტენერიფემ” ,,ობრადოიროს” უმასპინძლა და 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:67 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 25 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 6 ორქულიანი დ 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

,,ტენერიფე” 4 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 23 ოქტომბერს, ,,ბარსელონას” წინააღმდეგ გამართავს.


სხვა სტატიები