Belive

გიორგი შერმადინმა ტენერიფესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ტენერიფეს" კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ესპანურ კლუბთან გაახანგრძლივა. "შერმო" გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება.

ქართველი ცენტრი "ტენერიფეში" 2019 წელს გადავიდ და მას შემდეგ გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა. მას კლუბთან ერთად საკონტინენტთაშორისო თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. გარდა ამისა, გიორგი ესპანური კარიერის განმავლობაში ინდივიდუალური ჯილდოებითაც გამოირჩა. ის 2021 და 2023 წლებში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

"შემდეგ სეზონში ყოველ შეხვედრაში ვიბრძოლებთ. დიდი მადლობა გუნდს, მწვრთნელებს, ფანებს. შემდეგ სეზონში გნახავთ." - განაცხადა გიორგი შერმადინმა.

სხვა სტატიები