ტენერიფემ გრანადას მოუგო - შერმადინმა 18 ქულა მოაგროვა
ესპანეთის ACB ლიგის 30-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,გრანადა” სტუმრად 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 82:73 დაამარცხა.
,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 26 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
შერმადინმა 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 21 შეადგინა, რითაც საკუთარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს ჩამორჩა.
,,ტენერიფე” 30 ტურის შემდეგ, 22 მოგებითა და 8 მარცხით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.
შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 3 მაისს, ,,მურსიას” წინააღმდეგ გამართავს.
¡Suma y sigue!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) April 29, 2023
Tercera victoria en seis días para los nuestros, que festejan el 22° triunfo liguero del curso
💛🖤 #VamosCanarias #LenovoTenerife pic.twitter.com/YTPiA5flxJ