გიორგი შერმადინს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა | ტენერიფემ ბილბაო დაამარცხა
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში "ტენერიფემ" "ბილბაო" 86:75 დაამარცხა.
მატჩში შესანიშნავად იასპარეზა გიორგი შერმადინმა, ქართველმა კალათბურთელმა 23:01 წუთი ითამაშა, ამ დროში კი მან 16 ქულა (8-დან 7 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
გიორგიზე მეტი ქულა მხოლოდ მარსელინიო უერტასს ჰქონდა - 18. ბრაზილიელმა შერმოს მხოლოდ 2 ქულით აჯობა.
🙌 ¡¡ Undécima victoria liguera !!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) January 4, 2025
👑 Felices Reyes, afición
🎁 Aquí va nuestro regalo: ¡¡ A la Copaaaa !!
💛🖤 #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/hYVOlNWkd5
"ტენერიფე" ACB ლიგაში 22 ქულით (11 მოგება, 4 მარცხი) მე-3 ადგილზეა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 იანვარს, 20:00 საათზე მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავს.