Belive

ტენერიფემ უნიკახას მოუგო | შერმადინი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის 31-ე ტურში ,,ტენერიფემ'' ,,უნიკახას'' უმასპინძლა და 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 87:86 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობაში 24 წუთამდე ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველმა ცენტრმა 7-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 26 შეადგინა, რითაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ მარსელინიო უერტასს (27) ჩამორჩა.

,,ტენერიფე'' 20 მოგებითა და 11 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. შერმადინის გუნდი მომავალ შეხვედრას კვირას, 5 მაისს, ,,ბრეოგანის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები