ტენერიფემ ბრეოგანს მოუგო - შერმადინს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის მე-4 ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბრეოგანს'' უმასპინძლა და ოვერტაიმში 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:81 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 74:74 დასრულდა.
,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 28 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 15 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
შერმადინმა 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 21 შეადგინა, რაც მის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია (21 ჰქონდა ტიმ აბრომაიტისსაც).
,,ტენერიფე” 4 ტურის შემდეგ, 1 მოგებითა და 3 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა.
შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 14 ოქტომბერს, ,,ჟირონას” წინააღმდეგ გამართავს.