Belive

42 წლის მარსელინიო უერტასი ლიგა ენდესას რეგულარულის MVP გახდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

42-ე დაბადების დღის აღნიშვნიდან მალევე, მარსელინიო უერტასი, 2024-25 წლების ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელდა. ლიგამ ყოველწლიური MVP Movistar-ის ჯილდოს მფლობელი სამშაბათს საღამოს გამოაცხადა - ორი დღის შემდეგ, რაც გამოცდილი ბრაზილიელი კალათბურთელი 42 წლის გახდა.

მიმდინარე სეზონში, უერტასი გიორგი შერმადინთან ერთად ბრწყინვალე დუეტს ქმნის. ტენერიფეს შემადგენლობაში უერტასმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო სტატისტიკური მონაცემები ასეთია: 14.3 ქულა, 7.2 პასი, 2.2 მოხსნა და 0.5 ჩაჭრა. ტენერიფე პლეი ოფში მეორე ან მესამე ნომრად იასპარეზებს.

მწვრთნელების, მოთამაშეების, მედიისა და გულშემატკივრების 25%-იანი წილით, ბრაზილიელმა მოთამაშემ სულ 104.6 ქულა დააგროვა. ის მწვრთნელებისა და მოთამაშეების ყველაზე პოპულარული არჩევანი იყო, გულშემატკივრებისა და მედიის ხმების მიხედვით კი მესამე ადგილი დაიკავა.

2015-დან 2017 წლამდე, სან პაულოში დაბადებულმა კალათბურთელმა, NBA-ში გამოსცადა თავი და ლოს ანჯელეს ლეიკერსში 76 თამაში ჩაატარა.

სხვა სტატიები