ევროლიგაში ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების რეკორდი დამყარდა
ევროლიგის მე-17 ტურში ბარსელონამ ბასკონიას უმასპინძლა და 3-ოვერტაიმიან შეხვედრაში, 134:124 დაამარცხა (თორნიკე შენგელიას არ უთამაშია).
დაპირისპირება ევროლიგის რეკორდების წიგნში შევა, როგორც ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულის მქონე თამაში და ღამე, როდესაც ბარსელონამ ევროლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა - და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც რეალ მადრიდის კალათბურთელმა, თეო მალედონმა, ტურნირის ისტორიაში მემილიონე ქულა დააგროვა (იმავე ტურში).
ევროლიგის ერთ თამაშში ბარსელონას 134 ქულაზე მეტი ქულა არასდროს დაუგროვებია, კატალონიელებმა რეალ მადრიდის მიერ თითქმის ორი წლის წინ დამყარებული (130 ქულის) რეკორდი მოხსნეს.
258 ქულა ევროლიგის ერთ თამაშში, ორი გუნდის მიერ მოპოვებული ყველაზე მეტი ქულაა, რაც 2024 წლის 6 იანვრის 256 ქულას აღემატება - რეალმა ოთხი ოვერტაიმის შემდეგ, ანადოლუ ეფესი 130:126 დაამარცხა.
TRIPLE OT FCB 🔥@FCBbasket scored the most points ever in a EuroLeague game tonight! 🔵🔴
— EuroLeague (@EuroLeague) December 19, 2025
2/2 pic.twitter.com/HQa1TF3JXu