Belive

სტივ კერი: "სტეფი თანამედროვეობის მაიკლ ჯორდანია"

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"გოლდენ სტეიტ უორიორსის" 57 წლის მთავარმა მწვთნელმა - სტივ კერიმ, "ვაშინგტონ უიზარდთან" გამარჯვების (118:127) შემდეგ სტეფ კარიზე ისაუბრა.

"სტეფი თანამედროვეობის მაიკლ ჯორდანია. ის დღეს და უკვე ბევრი წელია სტაბილურად მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია. ასეთი დაყენებული სროლა და სითამამე მე ჯორდანის გარდა არსად და არასოდეს მინახავს".

სტეფ კარი "ვაშინგტონთან" ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და მატჩის MVP გახდა. მან პარკეტზე 37:50 წუთი გაატარა და აღნიშნულ დროში 41 ქულა მოაგროვა, რაც ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო შედეგი იყო. სტეფმა ასევე 6 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ სტივ კერი 1993-1998 წლებში "ჩიკაგო ბულსში", სწორედ მაიკლ ჯორდანთან ერთად თამაშობდა.

სხვა სტატიები