Belive

"ჩემი ძმა ყველაზე დიდი ინსპირაციაა" - სანდრო მამუკელაშვილი

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ტორონტო რეპტორსის ახალწვეულმა, სანდრო მამუკელაშვილმა ფრენჩაიზის მედია ჯგუფის კითხვებს უპასუხა. მანამ, სანამ მამუკელაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება, იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა ტორონტო რეპტორსში გადასვლა.

ზრდისა და გუნდის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და დიდებული მწრვთნელი, რომელმაც ევროპული და ამერიკული კალათბურთი კარგად იცის. ვფიქრობ, ის შეძლებს ჩემში ბევრი უნარის წარმოჩენას, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩემი ადგილი აქ არის. უზომოდ მოხარული ვარ, რომ რეპტორსში თამაშის შესაძლებლობა მომეცა.

ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაცია, ჩემი ძმაა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე - ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მასწავლა თუ, როგორ უნდა ვიყო კარგი ადამიანი, როგორ მოვექცე სხვებს, როგორ მინდა, რომ მომექცნენ და როგორ ვცე პატივი სხვებს. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია.

ტონი კუკოჩი ჩემი საყვარელი კალათბურთელია. მაღალი და ცაცია, რომელსაც სროლა და კარგი პასის მიცემა შეეძლო. ის ძალიან დამეხმარა, რომ დღეს აქ ვარ.
- სანდრო მამუკელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სან ანტონიოში გატარებული 3 სეზონის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილმა ტექსასური ფრენჩაიზი დატოვა და NBA-ის მომავალ სეზონში ტორონტო რეპტორსში ითამაშებს. მანამდე კი მამუსა და საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტი ელით.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე ევრობასკეტზე იასპარეზებს, სადაც C-ჯგუფში ბოსნიას, იტალიას, საბერძნეთს, ესპანეთსა და კვიპროსს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები