Belive

სტივ კერი: ,,ახლა გოლდენ სტეიტი კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მშვიდი გუნდია''

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

,,გოლდენ სტეიტ უორიორსის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერმა, ,,ნიუ ორლეანს პელიკანსთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,შედეგი სრულიად დამსახურებულია. გუნდს თავის მოქმედებებში ნდობა არ აქვს. რაღაც მომენტში საკუთარი თავის მიმართ რწმენას კარგავ. ხდება ხოლმე... ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენთან სწორედ ეს მოხდა - დავკარგეთ გუნდური სულისკვეთება და თავდაჯერებულობა, რაც ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებაში მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, შეშფოთების მიზეზი არსებობს. ჩემმა ერთ-ერთმა თანაშემწემ აღნიშნა, რომ ჩვენ ახლა კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მშვიდი გუნდი ვართ. ვფიქრობ, პოლისა და გრინის გარეშე ეს აშკარად ჩანს - გვყავს ზედმეტად ჩუმად მოთამაშე შემადგენლობა, გვჭირდება ხმა, რომელიც გუნდს უხელმძღვანელებს!'' - სტივ კერი

დღეს ,,გოლდენ სტეიტმა'' ,,ნიუ ორლეანსს'' უმასპინძლა და 36-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 105:141 დამარცხდა.

კერის გუნდი 17 მოგებითა და 20 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციაზეა. ,,უორიორსი'' მომავალ მატჩს 13 იანვარს, ,,ჩიკაგო ბულსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები