2012 წლის შემდეგ პირველად - კლეი ტომპსონი გოლდენ სტეიტის ძირითად ხუთეულში ვერ მოხვდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტ უორიორსმა'' ,,იუტა ჯაზი'' სტუმრად 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 140:137 დაამარცხა.
,,უორიორსის'' სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა კლეი ტომპსონი, რაც 2012 წლის 11 მარტის შემდეგ (მისთვის სადებიუტო სეზონი) პირველი შემთხვევაა. მიუხედავად ამისა, 35 ქულით, 6 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით, კლეი დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო იყო.
ტომპსონს კარიერაში სულ 15 000 ქულა დაუგროვდა და გახდა ,,გოლდენ სტეიტის'' მე-6 მოთამაშე, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.
,,გოლდენ სტეიტ უორიორსი'' 27 მოგებითა და 26 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-10 პოზიციაზეა. სტივ კერის გუნდი მომავალ მატჩს 23 თებერვალს, ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსის'' წინააღმდეგ გამართავს.