სტეფ კარიმ NBA-ის რეკორდი დაამყარა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტ უორიორსმა'' ,,ლოს ანჯელეს კლიპერსს'' უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 125:130 დამარცხდა.
,,უორიორსის'' რიგებში 41 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 4 მოხსნით სტეფ კარი გამოირჩა.
35 წლის სუპერვარსკვლავის ანგარიშზე დღეს 9 სამქულიანი იყო, რითაც კარი გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც 7+ სამქულიანი ზედიზედ 4 შეხვედრაში ჩააგდო:
9 თებერვალი - 11 სამქულიანი ინდიანას წინააღმდეგ
11 თებერვალი - 9 სამქულიანი ფინიქსის წინააღმდეგ
13 თებერვალი - 7 სამქულიანი იუტას წინააღმდეგ
15 თებერვალი - 9 სამქულიანი კლიპერსის წინააღმდეგ
კარი NBA-ის მიმდინარე სეზონში მატჩში საშუალოდ 28 ქულას, 4.9 ასისტსა და 4.4 მოხსნას აგროვებს.
,,გოლდენ სტეიტი'' 26 მოგებითა და 26 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-10 პოზიციაზეა და პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძვის.
STEPH CURRY!
— NBA (@NBA) February 15, 2024
The 1st player in NBA history to hit 7+ 3-pointers in 4 consecutive games 👏👨🍳
LAC-GSW on ESPN pic.twitter.com/ieOjtNE0tL