Belive

სტეფ კარი ALL STAR-ს გამოტოვებს

5 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

გოლდენ სტეიტ უორიორსის სუპერვასკვლავი სტეფ კარი ყველა ვარსკვლავის (ALL STAR) მატჩს გამოტოვებს. ოქროსშტატელების მთავარი მწვრთნელის სტივ კერის განცხადებით, სტეფს მუხლის ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს და ის როგორც მომდევნო შეხვედრას, სან ანტონიოს წინააღმდეგ, ასევე ყველა ვარსკვლავის მატჩს გამოტოვებს.

სტეფ კარის 31 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, მან 4 მატჩი უკვე გამოტოვა და უცნობია როდის შეძლებს დაბრუნებას, სტივ კერი იმედოვნებს, რომ 37 წლის კალათბურთელი შესვენების შემდეგ, 20 იანვარს, ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ კარი დასავლეთი კონფერენციის ძირითად შემადგენლობაში იყო.

სტეფ კარი შესანიშნავ სეზონს ატარებს, ლეგენდარული კალათბურთელი საშუალოდ 27.2 ქულას აგროვებს, მისთვის ეს მაჩვენებელი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ასევე გეტყვით, რომ ყველა ვარსკვლავის (All-Star) ღონისძიებები 13 თებერვალს დაიწყება, 14 თებერვალს შეჯიბრებები გაიმართება, ხოლო 15-ში მთავარი მატჩი.