"სირცხვილი და კატასტროფა" - ესპანელი გულშემატკივრების გამოხმაურება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევრობასკეტზე ასპარეზობა დომინანტური გამარჯვებით დაიწყო. ლიმასოლში, ჯვაროსნებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი 83:69 დაამარცხეს.
საქართველომ იდეალურად ითამაშა, როგორც დაცვაში - ასევე შეტევაში, რასაც ვერ ვიტყვით მეტოქეზე, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო.
ესპანეთის ფიასკომ გულშემატკივრების იმედგაცრუება გამოიწვია - სოციალურ ქსელებში, ესოანელი ფანები უკმაყოფილებას ვერ მალავენ:
სირცხვილი და კატასტროფა.
საშუალო დონის ნაკრები გვყავს. ჯგუფიდან გასვლის იმედიც არ მაქვს.
კატასტროფული სროლა, საშინელი შეტევა და საცოდავი დაცვა. თუ ეს ყველაფერი საქართველოსთან დაგვემართა, წარმომიდგენია რა გველის საბერძნეთთან.
B ნაკრები უკეთეს კალათბურთს თამაშობს.
მწვრთნელისა და მოთამაშეების შეცვლის გარეშე, შემდეგ ევრობასკეტზე ვერ გავალთ.
ეს ხუმრობაა, თუ მართლა ასეთი ცუდი გუნდი გვყავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულო ნაკრები ევრობასკეტზე მომდევნო მატჩს იტალიის წინააღმდეგ, 30 აგვისტოს, 16:00 საათზე გამართავს.